logo
ENG



ელისაშვილი: ამნისტიის კანონი შეჯერებული არ არის, "ოცნების" ვარიანტს მხარს არ დავუჭერთ

09 ივნ 202119:35
3 წუთის საკითხავი
 
ელისაშვილი: ამნისტიის კანონი შეჯერებული არ არის, "ოცნების" ვარიანტს მხარს არ დავუჭერთ
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ქართული ოცნების ვერსიას მხარს არ დაუჭერს, ვინაიდან ის შეჯერებული არ არის. 

ელისაშვილი ამბობს, რომ პარტიები შარლ მიშელთან ერთად სწორედ შეჯერებაზე შეთანხმდნენ, თუმცა, ახლა "კანონს ყველა თავისკენ ექაჩება". 

"წინა კენჭისყრის დროს მეც და ლევანმაც მხარი დავუჭირეთ ამნისტიის ქართული ოცნების მიერ პროექტს და ვთქვით, რომ ავანსად ვუჭერთ მხარს იმის გარანტიით, რომ ის მომდევნო ჯერზე იქნება შეჯერებული. ვხედავთ, რომ შეჯერებული არ არის. შესაბამისად, არ ვაპირებთ მხარის დაჭერას და არც იმის მოსმენას ვაპირებ, რომ ვიღაცის ტყვეობაში ვარ, ბულინგის ქვეშ ვარ და ა.შ. არავის მძევალი არ ვარ, არც ბულინგის ქვეშ ვარ. რასაც არ ვეთანხმები, არ ვეთანხმები და მორჩა. 

კონკრეტული პარტიის ვერსია კი არ უნდა იყოს. ჩვენ შევთანხმდით, რომ შეჯერებული ვერსია იქნებოდა. ეს არ არის შეჯერებული ვერსია. არც ერთი თმობს, არც მეორე და გვაქვს ის, რაც გვაქვს". - თქვა ალეკო ელისაშვილმა. 

პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის 2 ვარიანტია დარეგისტრირდა: ხელისუფლების და ოპოზიციის. დღეს, 9 ივნისს, პარლამენტი ამნისტიის კანონის ქართული ოცნების ვარიანტს მეორე მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის. 

ალეკო ელისაშვილმა თქვა რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ "ტვინი აუდუღდა", მაგრამ ამ ორ ვარიანტს შორის განსხვავება ვერ დაინახა. 

ქართული ოცნების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ამნისტია ვრცელდება აგრეთვე 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დანაშაულის მომზადებაზე.

ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად კი, ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს. 

კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული პირების ამნისტირებისთვის, საჭიროა დაზარალებულის თანხმობა


close დახურვა